აშშ-ში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, მოცეკვავეებმა ბრწყინვალე შესრულებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს.
კონცერტს ესწრებოდა აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი.
ნინი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ „სუხიშვილების“ კონცერტზე დასასწრებად ლეგენდარული რობერტ დე ნირო იმყოფებოდა.
„ლეგენდების კონცერტით აღფრთოვანებული ლეგენდა, რობერტ დე ნირო!“ – წერს ნინი და ვიდეოს აქვეყნებს.
„სუხიშვილების“ პროდიუსერი ხატია ეკიზაშვილი ასევე გვიზიარებს კადრებს კონცერტიდან, სადაც რობერტ დე ნირო მეუღლესთან ერთადაა.
