ლელა წურწუმიასა და „ნონ სტოპის“ მორიგი გამოჩენა სცენაზე ანშლაგით დასრულდა.
ლელამ ბენდთან ერთად ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა და დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, რომ დადებითი ემოციები გამოიწვია, ლელასა და გიორგი თორაძის დუეტმა.
„ლელა, ძალიან მიყვარხარ“ – ასე მიმართა „თორჩომ“ ლელას, რასაც დარბაზის ოვაციები მოჰყვა.
ვიდეოებს სოციალურ ქსელში ლელას მეუღლე, პროდიუსერი კახი მამულაშვილი გვიზიარებს.