LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლელა თათარაიძის 75 წლის იუბილე გაიმართა – ქართული ფოლკლორის შესანიშნავი ნიმუშები და შესრულება ყველა თაობის ანსამბლისგან

133
ლელა თათარაიძე

24 ოქტომბერს, პოპულარული მუსიკოსის, ლელა თათარაიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

კონცერტი მუსიკოსის, ლოტბარისა და თუშური მელოდიების შემსრულებლის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ყველა თაობის ხალხური სიმღერის ანსამბლებმა და წალენჯიხისა და გორის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა.

საღამო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, ლელა თათარაიძის შემოქმედებაზე ისაუბრა, თუშური სიმღერის შენარჩუნება – განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოსგან ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარი გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები