ლელა წურწუმიამ ახლახან „მონოჰოლში“ სოლოკონცერტი გამართა ნონ სტოპთან ერთად. მას გვერდს უმშვენებდნენ ბექვოკალისტები, რომლებიც ლელას ბენდის წევრები არიან. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მათ შორის გიორგი თორაძეა, რომელიც სცენაზე ყოველთვის აქტიურად მოძღაობს. ახლაც მან ლელასთან ერთად დუეტი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამახსოვრა თავი შეკრებილ საზოგადოებას.
ვიდეოს ავტორი კახა მამულაშვილია.