LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლელა წურწუმიას ახალი სიმღერა, რომელიც კლიპის გადაღებამდე უკვე გაჰიტდა – კადრები რეპეტიციიდან

7857
ლელა წურწუმია

ლელა წურწუმიას ჰიტმეიკერმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა ახალი სიმღერა დაუწერა.

თბილისში ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად უკვე დაწყებულია რეპეტიციები.

რეპეტიციების კადრებს ლელა წურწუმიას ოფიციალური გვერდი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

პროდიუსერი კახა მამულაშვილი კი წერს, რომ ახალ ჰიტზე კლიპის გადაღება აგვისტოში ვერ ხერხდება და მისმა გადაღებებმა სექტემბერში გადაიწია.

კლიპს ცნობილი რეჟისორი ზაზა ორაშვილი გადაიღებს.

მანამდე კი სიმღერა უკვე შეიყვარა ლელა წურწუმიას აქტიურმა მსმენელმა.

შეგახსენებთ, რომ ლელა წურწუმიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი „ღამის სიჩუმე გაფანტე“ ასევე მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g