„შანელი“ საშობაო სეზონს გლამურული სარეკლამო კამპანიით ხსნის. უფრო კონკრეტულად კი, ლეგენდარული ბრენდი მაკიაჟის ახალ კოლექციას გვთავაზობს, თანაც, ულამაზესი საშობაო კლიპის ფონზე, სადაც მთავარი გმირი ტოპმოდელი ვიტორია ჩერეტია, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოს საცოლე გახლავთ. ტოპმოდელი „შანელის“ ახალ კლიპში საოცარ სამყაროში გვამოგზაურებს, ჩრდილოეთის ნათებითა და ფიფქებით შთაგონებული ვიზუალის ფონზე.
ჩერეტი შეუდარებელია თეთრი ფერის ანსამბლში და „შანელის“ ულამაზეს სამკაულებში: „შედით „შანელის“ საოცარ სამყაროში და იპოვეთ იდეალური საჩუქარი“ – გვეუბნება საშობაო კლიპი, რომელიც გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ.
„ჯადო მოხსნილია“ – 26 წლის ვიტორია ჩერეტიმ 50 წლის ლეონარდო დიკაპრიოს უღელი დაადგა
26 წლის ვიტორია ჩერეტის მკაცრი გამომეტყველება და ლეოს მორჩილება – წყვილის ცხელი არდადეგები დასრულდა