კლუბ MONO HALL-ში 90-იანების ფესტივალი გაიმართა.
სცენაზე არაერთმა ქართველმა ვარსკვლავმა იმღერა, მათ შორის იყო რეპერი ლექს-სენი.
აღსანიშნავია, რომ ცნობილ რეპერთან ერთად სცენაზე წარდგა თიკო სადუნიშვილი.
თიკომ და ლექს-სენმა თავიანთი უკვდავი ჰიტი “გესმოდეს” შეასრულეს და დარბაზი კიდევ ერთხელ აიყოლიეს.