მსახიობი ლევან სუხიტაშვილი „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს იმის შესახებ, რომ მშენებარე ბინა გაყიდა და კაპროვანში გადავიდა საცხოვრებლად:
„კაპროვანი ისე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, არა მარტო ჩემი დღის განრიგი, ყველაფერი შეცვალა, დადებითისკენ შემცვალა. ძალიან მომწონდა სულ. 2011-2012 წელს მოვხვდი შემთხვევით მამუკა ღლონტთან კაპროვანში. მე და ჩემმა მეუღლემ გავყიდეთ მშენებარე ბინა, ვიყიდეთ მიწა კაპროვანში და შემდეგ სახლი ავაშენეთ… თითქმის ორი წელია, იქ ვართ…“