LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლევანს საზღვარგარეთ უფრო მეტად აფასებდნენ…სენი გვჭირს მგონი ჩვენ – ნათია დევდარიანი ლევან კბილაშვილის შესახებ საუბრობს

9390
ნათია დევდარიანი

მომღერალ ლევან კბილაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, მისი მეგობრები ​იხსენებენ. ნათია დევდარიანი აცხადებს, რომ ლევან კბილაშვილმა „ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ კენწერო გატკბილებულიყო, მაგრამ არ დასცალდა“.

„ლევან კბილაშვილს უფრო მეტად აფასებდნენ საზღვარგარეთ, ვიდრე საქართველოში… სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე… სენი გვჭირს მგონი ჩვენ.

ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. გულისწყვეტით მახსენდება მისი ეს სიტყვები, ბოლოს დათოს ჰკითხა „შენ და ნათია გარეთ, რომ გადიხართ, გცნობენო?“. მაშინ, რაღაც „ქარაფშუტულად“ მოგვეჩვენა, რაებს გვეკითხება-მეთქი და ახლა ვხვდები რაც გვკითხა.

ლევანმა ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ კენწერო გატკბილებულიყო და არ დასცალდა…“, – აცხადებს ნათია დევდარიანი „POS TV“-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g