მსახიობ ლევან სუხიტაშვილის ქალიშვილი მარიამი, რომელიც მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, Tiktok პლატფორმაზე მამასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს წარწერით: „დასაწყისებში ესეც ურევს ხოლმე… რაც მამაა, ის შვილიო“.
ვიდეოს, სადაც ლევან სუხიტაშვილი ქალიშვილთან ერთად სიმღერას „შენზე ფიქრებს ბედავს გული“ ასრულებს, უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
„ლევანის ხმა მთელი ორკესტრია“
„ლევანს თუ ასეთი ვოკალური მონაცემი ჰქონდა, ნამდვილად არ ვიცოდი“
„უნიჭიერესი მამა-შვილი“
„რა სასიამოვნო მოსასმენია, გაიხარეთ რომ არსებობთ“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.