ლიკა ევგენიძე მესამე შვილს ელოდება.
ამის შესახებ ის „ავერსის“ კლინიკის გვერდთთან საუბრობს და განსხვავებულ შეგრძნებებზე აკეთებს აქცენტს:
„პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, ვიყავი 24 წლის, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ვიყავი 27 წლის, ახლა ვარ 37 წლის. უფრო მეტ რაღაცაზე ვნერვიულობ და ვფიქრობ. პატარა რომ ვიყავი, პირველ ფეხმძიმობაზე, ვერც ვხვდებოდი, რას რისთვის ვაკეთებდი. წინასწარი მომზადებაც დიდი იყო ამ ყველაფრისთვის. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი მაქვს და ახლა კიდევ უფრო გავაძლიერე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სანდო ექიმი, რომელიც შენ გვერდით იქნება… არ უნდა გამოგვრჩეს მამის ჩართულობა. ექიმთან ვიზიტებზე ჩემს მეუღლესთან ერთად დავდივარ… ადრე იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ ქალი მარტო გადიოდა ამ რთულ გზას, მამები კი სიხარულს იზიარებდნენ. ხშირად იყო ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება. ბავშვს, სიხარულთან ერთად, ბევრი სირთულე მოჰყვება. არავინ უნდა იგრძნოს თავი სევდიანად, რამხელა ჰორმონალური ცვლილებები ხდება ჩვენს ორგანიზმში…“
ფოტო: ირაკლი გაბელაია