პოპულარულმა ქართველა ინფლუენსერმა, ლიკუნა ხაჭაპურიძემ თავისი საახალწლო ვახშმის ფოტოები გაგვიზიარა.
ულამაზესმა მოდელმა ორიგინალური ჭრის ყავისფერი კაბა მოირგო და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
მას, როგორც ჩანს, დიასახლისობაც მშვენივრად გამოსდის და თავისი მომზადებული კერძითაც მოიწონა თავი.
აღსანიშნავია, რომ ახალ ფოტოებში ის თავის რჩეულთან ერთად ჩანს.
ლიკუნა ცნობილი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ქალიშვილია და ის დიდი ხანია, საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ლიკუნამ საახალწლო წვეულებიდან რომანტიკული კადრებიც გაგვიზიარა.