LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის მორიგი ტრიუმფი ელმაუს ისტორიულ სასახლეში

983
ქართული მუსიკის და კულინარიის ფესტივალი

გერმანიაში, ელმაუს ისტორიულ სასახლეში ქართული მუსიკისა და კულინარიის ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მსოფლიო აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილია.

გუშინ, 3 ივლისს პირველი საფესტივალო კონცერტი გაიმართა – მენდელსონისა და ფრანკის ნაწარმოებებთან ერთად ლიზა ბათიაშვილმა და გიორგი გიგაშვილმა ვაჟა აზარაშვილისა და სოსი ბარდანაშვილის სავიოლინო პიესები შეასრულეს. რამდენიმე საათში საფესტივალო სცენა სანდრო ნებიერიძესა და ნატალია ქუთათელაძეს უმასპინძლებს.

„ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ფრანსუა ლელუ, ზურა და გიო გვანცელაძეები, ავი ავიტალი, ანსამბლი „რუსთავი“.

ქართულ კულინარიას რესტორანი „მადლობა“ (ბერლინი) წარმოადგენს. ფესტივალი 7 ივლისამდე გაგრძელდება.

საერთაშორისო აღიარების ქართველ სოლისტებს ელმაუს სასახლეში არაერთი კონცერტი გაუმართავთ, თუმცა ასეთი მასშტაბით და ფესტივალის სტატუსით ქართული კულტურის წარმოჩენა პირველად ხდება. ელმაუს სასახლეს არაერთი ისტორიული შეხვედრისთვის უმასპინძლია, მათ შორისაა დიდი ქვეყნების შვიდეულის პრეზიდენტების (G7) შეხვედრები“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

გერმანიაში, ელმაუს ისტორიულ სასახლეში ქართული მუსიკისა და კულინარიის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიო აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. გუშინ პირველი საფესტივალო კონცერტი გაიმართა. ქართველმა არტისტებმა ბისზე იოსებ ბარდანაშვილის სავიოლინე პიესა "To Giya" შეასრულეს, რომელიც ავტორმა სპეციალურად ლიზასთვის და გიორგისთვის შექმნა და ლეგენდარულ გია ყანჩელს მიუძღვნა. Lisa Batiashvili Schloss Elmau

Posted by ConceptArt • კონცეპტArt on Thursday, July 4, 2024
mazda magti 5g