მომღერალი ლოლა წერეთელი „დღის პოსტთან“ საკუთარ კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს:
„პირად ცხოვრებაშიც ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. ახალგაზრდა ქალმა უნდა მიაქციოს ყურადღება პირად ცხოვრებას, შეუყვარდეს კაცი და იყოს ბედნიერი. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. ჩემი პირადი ცხოვრება არის მუსიკა. 59 წელი ისეთი ასაკია, ახლა რა უნდა დაიწყოს… ახლა უნდა ვიფიქრო, როგორ დავბერდე ლამაზად.
მთელი ცხოვრება საკუთარ თავს თავად ვჩუქნიდი საჩუქრებს. ჩემი ცხოვრების ერთი პერიოდი ბედნიერი ვიყავი და ძალიან მადლობელი ვარ…
ვიყავი ბედნიერი რას ნიშნავს?
პირად ცხოვრებას ვგულისხმობდი. ღმერთის საჩუქარი იყო, რომ იმ დროს ვიყავი ბედნიერი…
ჩემს ცხოვრებაში ასე ვარ – არ არსებობს ცუდი ადამიანი ჩემთვის. პირველი, რაც მუსიკოსისთვის მთავარია, კოლეგიალობაა… ცხოვრება ისეთი პატარაა, წამია… ახლახან ჩვენი კოლეგა გარდაიცვალა, საქსოფონისტი, ძალიან კარგი მუსიკოსი. ყოველი წამი უნდა გვიყვარდეს და პატივი ვცეთ… იმდენად უყვარდა თავისი პროფესია, რომ სცენაზე გარდაიცვალა…
რა შეეხება სიახლეებს?
მე ვარ თბილისელი ვორონცოველი გოგო. ჩემს კოლეგას, ვაზგენ პეტროსიანს დავუკავშირდი, რომელიც ყველა ენაზე მღერის. ვიფიქრე, თბილისელი სომხები ვართ… მე ვარ თბილისელი სომეხი და არ მრცხვენია. ბევრი წერს, რატომ არის ამ გვარზეო… ხალხო, ტატიანი ვარ, ვამაყობ ჩემი გვარით… ერევანში ერთი ბიჭია, კომპოზიტორი, რომელმაც დაწერა სომხური სიმღერა, ვაზგენმა კი შემომთავაზა, კლიპი გადავიღოთ ჩვენი იტალიური თბილისელი ეზოებით, სადაც ყველა ეროვნება ცხოვრობდაო…“