ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია.
ის პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” სახელით იყრის კენჭს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
ნანუკამ საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურად დაიწყო. ამჯერად სოციალურ ქსელში ის ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ჟორჟოლიანი მოსახლეობას სახლში აკითხავს.
“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თქვენი სახლის ღობეზე თუ გადმოძვრა ესე იგი ნანუკაა”,-წერს ნანუკა და უამრავ მხარდამჭერ კომენტარს იღებს.