საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივარს მიმართვას და გერმანიაში ჩასვლისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა გერმანიაში ჩამოსვლისთვის. დღეს ჩვენ მოგებაც შეგვეძლო, თუმცა კარგად ვითამაშეთ. შემდეგი მატჩი პორტუგალიასთან დაგვრჩა და ყველანაირად უნდა ვცადოთ მოგება“, – ამბობს მიქაუტაძე.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთთან თამაშის დროს გიორგი მიქაუტაძემ პენალტის გატანა შეძლო.
ანგარიში კი ფრედ, 1:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს საქართველო პორტუგალიასთან გამართავს.