LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით: მეუფე იაკობი

112
მეუფე იაკობი

„მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, „მანამდე საქართველოს უკრაინელები რაღაცას საყვედურობდნენ, მაგრამ ყველამ თავის გულში უნდა ჩაიხედოს, რადგან ქართველს არავის სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არცერთი ქვეყნისგან.

„მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით. მე ისიც მიხარია, გუშინ რომ წავიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ღირსეულად წავიდა რა. მანამდე რომ რაღაცას გვსაყვედურობდნენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქართველს არავის სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არცერთი ქვეყნისგან. ყოველთვის წინ ვართ ხოლმე და წინ ვდგავართ. მშვიდობა რომ გვინდა ერს და რომ არ გვინდა აქ რაც უკრაინაში მოხდა სამწუხაროდ ხო? თითქმის ნახევარი ქვეყანა აიყარა და ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ვინღა დაბრუნდება იქიდან ხომ? აქედანაც რომ გაიქცეს კიდევ მილიონი ქართველი, 5 მილიონზე მეტი რომ ვიყავით ხომ გახსოვთ? დღეს რამდენი ვართ დარჩენილი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g