67 წლის პოპის დედოფალმა, მადონამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრია. არტისტი Dolce & Gabbana-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში თამამ და პროვოკაციულ როლში წარდგა.
რეკლამაში, რომელიც იტალიური მოდის სახლის სუნამოს, The One-ის პოპულარიზაციას ემსახურება, მადონა ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში პიკანტურ სამოსში ჩნდება, რაც კამპანიას აშკარად ეროტიკულ ხასიათს სძენს.
კამპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მადონა არ აპირებს ასაკობრივ სტერეოტიპებს დაემორჩილოს და კვლავ აგრძელებს საზოგადოების გაოცებას სექსუალობის, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის თემებით. Dolce & Gabbana-ს ახალი რეკლამა სოციალურ ქსელებში უკვე აქტიური განხილვის საგნად იქცა, სადაც თაყვანისმცემლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მადონა კვლავ რჩება პოპ-კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პროვოკაციულ ფიგურად.
დიდი შეხვედრა 17 წლის შემდეგ – მადონა და გაი რიჩი ვაჟისთვის გაერთიანდნენ