LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაია ბარათაშვილი: „არასდროს მქონია სურვილი, რომ გავთხოვილიყავი…“

186
მაია ბარათაშვილი

მაია ბარათაშვილი ქორწინების შესახებ „შუადღესთან“ საუბრობს:

„ვგიჟდები მარტო ცხოვრებაზე. მარტოობის აღქმას ვერ ვასწრებ. სახლში რომ მივდივარ, ისე მიხარია, შემიძლია მშვიდად დავიდგა ყავა ან ჩაი, მოვუსმინო მუსიკას, წავიკითხო, გავაკეთო ანალიზი… ის, რომ მე ვიღაც მყავდეს სახლში, ამას აქვს მინუსებიც და პლუსებიც. როცა ვიღაც არის სახლში, ძალიან რთულია ცხოვრება. შენი ეგო უნდა შეამცირო, ჩაიჩოჩო გვერდზე. ეგო საერთოდ უნდა ამოშალო. ის თვისებები, რაც ჩვენ გვჭირდება ღმერთთან ერთობისთვის მოიპოვება ოჯახში. მეუღლის და შვილების სურვილები უნდა გაითვალისწინო. მე ვარ დედამიწის ცენტრიო, ეს უნდა მოიშთოს შენი ცხოვრებიდან. შეწირვას და თავგანწრივას ოჯახში სწავლობ. მე არ ვაკეთებ აქცენტს, რომ მარტო ყოფნა კარგია. ოჯახი ძალიან რთულია, გარედან ჩანს გაპრიალებული… ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს. 15 წლიდან მარტო ვარ.

როგორ არ ყოფილა წნეხი. როცა ახალგაზრდა ვიყავი… არ მახსოვს, მამას ამაზე ესაუბრა. არასდროს მქონია სურვილი, რომ გავთხოვილიყავი. ადამიანია და ბუნება. არც შვილების ყოლის დიდი სურვილი მქონდა. როგორც ჩანს, ყველა ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები