პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაია ჩხაიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არის სასურველი, ჩუტყვავილა და სხვა მსგავსი ინფექციური დაავადებები ადამიანმა ბავშვობის ასაკში მოიხადოს:
„ბავშვთა ინფექციებს ეძახიან ჩუტყვავილას, წითელას, წითურას, ყბაყურას და ა.შ. ამას იმიტომ ეძახიან ბავშვთა დაავადებებს, რომ ვიდრე ადამიანს ექნება ასე ვთქვათ, ბარგი აკიდებული, მანამდე გადაიტანოს. ადრე იყო მიჩნეული, რომ ანგელოზის რჩეული იყო ბავშვი, რომელსაც ბატონები დაემართებოდა, მშობლები კი ცდილობდნენ, რომ ასეთ პატარებთან მიეყვანათ თავიანთი შვილები და მათაც დამართნოდათ იგივე დაავადება. ეს შეიძლება, მთლად გამართლებული არ არის, მაგრამ ცდილობდნენ, რომ ბავშვობის ასაკში გადაეტანათ. წლამდე ასაკში არ არის სასურველი ჩუტყვავილა რომ დაემართოს ბავშვს, რადგან აცრას ვერ ჩავატარებთ. ერთ ბავშვს თუ ექნება, ისეთი გადამდებია, რომ ყველას ემართება“, აღნიშნავს ექიმი.
