გადაცემა „დღის პოსტს“ დღეს მომღერლები, დეიდა და დისშვილი – მანანა თოდაძე და მაია ყარყარაშვილი სტუმრობდნენ.
როგორც გადაცემის წამყვანებმა აღნიშნეს, მათთვის ცნობილი არ იყო, რომ ისინი დეიდა და დისშვილი იყვნენ. მომღერლებმა გადაცემაში ერთმანეთზე ისაუბრეს და ამასთან, ერთად შეასრულეს სიმღერა: „შენზე ფიქრებს“.
„მასში სიმღერის ნიჭი 2 წლის ასაკში აღმოვაჩინე. რომ დაიბადა, ჩემთვის იყო ყველაზე საყვარელი, სადაც დავდიოდი, პატარა მაიკო სულ თან დამყავდა. ოღონდ ჩემთან ყოფილიყო, პუტკუნა, ლამაზი, სასწაული ბავშვი იყო… მთელი ოჯახი სიმღერ-სიმღერით მოვდივართ“, – აღნიშნა მანანა თოდაძემ.
ამასთან, დეიდის და მისი კულინარიული შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა მაია ყარყარაშვილმაც.
„ადამიანი, რომელსაც უყვარს, სხვა რომ დააპუროს, არის მანანა თოდაძე. ქუჩაში დადის კონტეინერებით“, – აღნიშნა მაია ყარყარაშვილმა.
