„მაიკროსოფტმა“ Windows 11-ის პირველი სარეკლამო რგოლი გაავრცელა. 60-წამიანი ვიდეო ნათლად გვიჩვენებს Microsoft Store-ს, Microsoft Teams-სა და სხვა მრავალ ფუნქციას, რითაც „მაიკროსოფთის“ ახალ ოპერაციულ სისტემას შეუძლია უზრუნველგვყოს.
მოცემული ვიდეო მეტადაა ფოკუსირებული ოპერაციული სისტემის ვიზუალურ მხარეზე, ვიდრე მის ფუნქციებზე. ახალი რეკლამა საოცრად შთამბეჭდავია. ცნობისთვის, Windows 11-ის 5 ოქტომბერს გამოვა.
https://www.youtube.com/watch?v=8FKtTg5VRSU