LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაილი საირუსის ახალი ონლაინ გადაცემა Bright Minded და სკანდალური აღიარება

111
00-story (3)

მაილი საირუსმა, კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციის პირობებში ახალი ონლაინ შოუ Bright Minded დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, „ინსტაგრამის“ ლაივების საშუალებით, ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრება.

ამჯერად მაილიმ ჯასტინ ბიბერის მეუღლესთან, ჰეილი ბოლდუინთან ისაუბრა და ისეთ თემებს შეეხო, როგორიც რელიგია და სექსუალური უმცირესობებია.

მომღერლის თქმით, ეკლესიაში სიარული მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მის გეი მეგობრებს მკურნალობას აიძულებდნენ.
ამ თემასთან დაკავშირებთ ჰეილიმ განაცხადა: „მე მწამს, რომ იესოს ყველა ადამიანი უყვარს განურჩევლად იმისა, თუ როგორ ცხოვრობს ის”.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამის” საშუალებით თავის გამომწერებს ლოცვა წაუკითხა.

„ლოცვა ადამიანების გაერთიანებას უწყობს ხელს“- თვითიზოლაციაში მყოფმა ჯასტინ ბიბერმა თაყვანისმცემლებს ლოცვა წაუკითხა

„ლოცვის წარმოთქმას ვაპირებ, თუ ეს თქვენთვის მისაღებია, კარგია, თუ არა და, ესეც კარგია, არ არის აუცილებელი ყველაფრის გწამდეთ, რისიც მე მწამს, ჩვენ ისედაც  ბევრი გვაქვს საერთო, ვთვლი, რომ ლოცვა ადამიანების გაერთიანებას უწყობს ხელს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები