მუსიკოსი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა ახლახან ტყუპების დედა გახდა – ახალბედა დედა კირასთან და თუთასთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს ხშირად სტუმრობს და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.
„ჩემი ოჯახი! ჩემი სიწმინდე!“ – თეონა ცირამუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
ამჯერად, თეონა ცირამუა გოგონებთან და მეუღლესთან ერთად პირველი არხის ობიექტივში მოექცა, სადაც გოგონების შესახებ საუბრობს.
„ღმერთის მადლობლები ვართ, ამ ორი არაჩვეულებრივი საჩუქრით რომ დაგვასაჩუქრა.
მაინტერესებს, როგორც დედა, როგორ ვივარგებ, ბავშვები რომ გაიზრდებიან, თუ დადგებიან კარგი მოქალაქეები, ესე იგი, მე ვვარგოდი, როგორც დედა, თუ არა და ვერ ჩავაბარებ გამოცდას“, – აღნიშნავს თეონა ცირამუა.