LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაკა შალიკაშვილი პირველად კითხულობს წერილს, რომელიც ზუზუ ბეჟაშვილს გარდაცვალების შემდეგ დაუწერა

2472
makashalikashvilinews45

„სიცრუის დეტექტორში“ ცნობილ მსახიობს, მაკა შალიკაშვილს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, შეუსრულა თუ არა დანაპირები გარდაცვლილ მეგობარს, მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს, რაზეც მაკამ უარყოფითი პასუხი გასცა, შემდეგ კი გადაცემის მაყურებლისთვის წაიკითხა წერილი, რომელიც მას სიკვდილის შემდეგ დაუწერა.

„რაც დავწერე, მას შემდეგ არ მივბრუნებულვარ, არ წამიკითხავს, რა დავწერე… ზუზუ, მეგობარო, რატომ? შენთან რომ მოხვედი გუშინ, „ოთარაანთ ქვრივიდან“ ფრაზა გამახსენდა, გიორგი წიგნი იყოო. თითოეული ჩვენგანი წიგნია, რომელსაც კარგი მკითხველი სჭირდება. შენ წიგნი იყავი მართლაც და როგორი მკითხველიც გკითხულობდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდი მათზე… ზუზუ განუმეორებელია და ერთადერთია, იმ გარდაცვლილ ერთადერთებში, რომლებმაც ალღო ვერ აუღეს ამ ცხოვრებას, დაიღალნენ და გავიდნენ აქედან. ზუზუც დაიღალა… თქვენ, ვისაც შეგეძლოთ, მისთვის საქმე მიგეცათ, ზურგი ვერ გაქციათ და თქვენი შემყურე, თქვენი მომლოდინე მოკვდა… სამწუხაროა, რომ ადამიანმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გთხოვათ იუმორით, მერე კიდევ გთხოვათ, ნახევრად იუმორით, მერე ძალიან გთხოვათ, უკვე მცირედი იუმორი იყო დარჩენილი, მერე გაბრაზდა და ისე ითხოვდა, მერე ვეღარ გაუძლო… მერე ძალიან დამძიმდა ეს ყველაფერი. მერე ადგა და მოკვდა. რაღა ექნა? ყველას არ აქვს ძალა, გააგრძელოს ცხოვრება… აქ ერთი კონკრეტული დღე, ის ერთი დღე, როცა მისი გული გაჩერდა, არაფერ შუაშია. როგორ არ გესმით, ეს უწყვეტი პროცესია… ჰოდა, დამთავრდა, დაისვენეთ, ზუზუ კი დაიღალა. ჰოდა, მიყვარხარ, ძმაო… თუკი ოდესმე მე როლს მაღირსებს, გპირდები, ჩვენს ტანჯულ და ნაწამებ გულს ჩავდებ და შენ მოგიძღვნი. მიყვარხარ აგერ უკვე მთელი ცხოვრება. დილა… ძლივს დაძინებული გაღვიძებული მე… 2018 წლის 20 აგვისტო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g