მომღერალი, სალომე ბაკურაძე „რუსთავი ორის“ ეთერში თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს იხსენებს.
სალომე ჰყვება თუ როგორ შეატყობინა მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს, რომ მამა გახდებოდა.
ვიდეო: „ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა… ვიცოდი, რომ ეს მას მერე უნდა დამმართნოდა, რაც სანტის სახლიდან გავუშვებდი… მეც 9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და სანტისაც…“ – სალომე ბაკურაძის ცხოვრება მეორე ნახევრის გარეშე და პირველი ინტერვიუ ქმრის გარდაცვალების შემდეგ
ლაშას მეგობრები გვერდით მიდგანან, ჩემი მეგობრებიც, ოჯახის წევრებიც, მაგრამ არის პასუხისმგებლობები, რაც მხოლოდ ჩემია და ისე უნდა მივყვე, რაც მოცემულობაა, სხვა გზა არ მაქვს.
„მახსოვს, რომ ლაშიკო სამსახურში იყო და მე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და ორსულის სმაილი გავუგზავნე, მაშინვე დაიწყო ჩემზე გაუთავებელი ზრუნვა. შემდეგ უკვე სანტის დაბადების დროს…
ეს ნამდვილი ემოცია უკვე იბადება იმ წამს, თუმცა იმ წამს არ მოდის ის ყველაფერი, რაც შემდეგში კიდევ და კიდევ უფრო ძლიერდება და ყველა ჩემს მეგობარს ვეუბნები, რომ ეს მართლა მარტო დასაწყისია და რაც არ უნდა მითხრა ახლა, რომ კი გესმის, არ გესმის იმიტომ, რომ არც მე არ მესმოდა.
ან ყოველ დღე როცა ფიქრობ, რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს, მეტი როგორ უნდა გავგიჟდე და გადავირიო ამ ემოციისგან, ამ სიხარულისგან – არა, მეტი და მეტი მოდის თუმცა, პასუხისმგებლობებთან ერთად…“ – ამბობს სალომე ბაკურაძე.
