LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მალე ალბათ ზეთით დამზადებული საკვები იქნება დელიკატესი, როგორც ხიზილალა – შალვა ნათელაშვილი

169
Untitled design - 2021-11-26T113609.917

„ლეიბორისტების ლიდერი“  შალვა ნათელაშვილი  „რეაქციის“  სტუმარი იყო.

სტუდიაში შესვლისას ნათელაშვილმა შეცდომით კინაღამ წამყვანის, ინგა გრიგოლიას ადგილი დაიკავა.

„სტუდიაში პოლიტიკოსის შემოშვება ამიტომ არ შეიძლება”, – იხუმრა შალვა ნათელაშვილმა. 

ხოლო შემდეგ, როდესაც მან წამყვანს ადგილი დაუბრუნა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა:

„არც ერთ დედას არ ვუსურვებ, რომ ის ისეთ დღეში იყოს, როგორშიც არის მიხეილ სააკაშვილის დედა.

თავშივე ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. რეჟიმის ხელმძღვანელის მანიაკალური ინსტიქტების მსხვერპლია. არავის აინტერესებს მართლა აქვს სააკაშვილს რაიმე სამართალდარღვევები ჩადენილი, თუ არა. ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკურად რომ ეაქტიურა, არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მოხდებოდა. მან ჭკუა იხმარა გურული დიპლომატიით.

მიშას აქტიურობაიცით, რა პარამეტრებშია გენეტიკურად. ამიტომ პოლიტიკური პატიმარია.

ხოლო პოლიტიკური პატიმარი, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან განთავისუფლდება და უნდა განთავისუფლდეს. არავითარი კრიმინალური ბრალდებების წაყენება უკვე არ ჭრის…

ამას ვამბობ მსოფლიო პოლიტიკურ პატიმართა ანთოლოგიაზე დაყრდნობით.

ეს რაც მთავარი და უმთავრესია.

მეორე, დღეს იმდენად გადაფარა პოლიტიკურმა პირობებმა ქვეყნის წინაშე მდგარი უდიდესი განსაცდელები, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდ განსაცდელებში შევალთ.

დავიწყოთ სრულიად ელემენტარულით. ისევ ძვირდება ზეთი და ისევ გაძვირდა. მალე ალბათ, ზეთით დამზადებული საკვები იქნება დელიკატესი, როგორც ხიზილალა. მოგეხსენებათ, რუსეთმა ზეთის შემოსატანი საბაჟო ფასები აწია. ეს სიურპრიზი საახალწლოდ გვაქვს.

ჩვენს გვერდზე იქმნება ახალი გეოპოლიტიკური გველეშაპი – პანთურქული სამყარო“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g