ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ დააფუძნა რვაწლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა.
მისი მამა ზუგდიდში მცხოვრები, ქორეოგრაფი, გურგენ ხორავა აღმოჩნდა.
თამუნა გადაცემაში „პირველი სტუდია“ მამის შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება.
„მათ არ ჰქონდათ რომანი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა და შემთხვევით გადაიკვეთნენ. ამიტომაც არ უთხრა რომ ორსულად იყო. არ ვუთხარი, რადგან ოჯახი ჰყავდაო. მამაზე მითხრა, რომ არ შეუცდენია. ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა. ცალკე თემაა ის ფაქტი, რომ ფეისბუქზე მეგობრებში მყავდა მამა, ისე რომ არ ვიცოდი მამაჩემი თუ იყო. პირველად მომწერა, რომ „ყველაფერი კარგად იქნებაო“, – საუბრობს თამუნა მუსერიძე.
