საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მისი შვილებიც გამოჩდნენ.
გეგა და ნიკო კობახიძეები მამის შესახებ საუბრობენ და ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის გულწრფელი და გახსნილი მშობელია.
„მამა მზრუნველია, შრომისმოყვარე და კეთილი… იმის მიუხედავად, რომ დრო არ აქვს – მაქსიმალურად ცდილობს ჩვენთან ყოფნას… ძალიან გახსნილი და გულწრფელია….ხშირად ვსაუბრობთ სპორტზე და პოლიტიკაზე. თავიდან ვნერვიულობდით რომ აკრიტიკებდნენ, მაგრამ შემდეგ მივეჩვიეთ. გარედან ჩანს, რომ ძალიანს სერიოზულია და არასდროს არ იცინის, მაგრამ სახლში ჩვენთან ხუმრობს და ჩვეულებრივი ადამიანია“, – საუბრობენ გეგა და ნიკო კობახიძეები.