ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
გენომ „პირველ არხთან“ ინტერვიუში გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
„მამაჩემი ნეტა რას შვრება? ცოცხალია? არ გამეღვიძოს, თორემ დამერხევა. ემოციებს ვერ გეტყვი, მძინავს და მგონია სიზმარში ვარ, მადლობა გულშემატკივარს. ერთი მინდა ვთქვა, რომ უფალს მადლობა, რომ დავბრუნდი და თან მაგრად დავბრუნდი“, – თქვა გენომ.
ქართველი მოჭიდავე ფინალში პრინციპულ მეტოქეს ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდა და მოუგო. ქართველმა ირანელი 10:9 დაამარცხა.