პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე, ელენე სიყმაშვილი „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“ საუბრობს მამაკაცების შესახებ და ფიქრობს, რომ ურთეირთობების დასასრულისთვის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა ერთს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:
„ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ურთიერთობის დასასრული. მე გამოვარჩევდი, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, როდესაც ურთიერთობა გინდა დაამთავრო, უპატივცემულობა, ტყუილი, ღალატი შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ მე უპატივცემულობას გავუსვამდი ხაზს. როცა ადამიანი პატივს არ გცემს, უნდა დაასრულო, მაგალითად დამამცირებელი საუბარი შეიძლება მოვიყვანოთ.
ყოველთვის საცოდავი კაცები მყავს გვერდით, დაცვა რომ უნდათ, რომ წუწუნებენ. ვფიქრობ, თუ ადამიანი შემდგარია, ძლიერია, აქვს თავისი საქმიანობა, მის გვერდითაც უნდა იყოს ასეთი ადამიანი და არა სათრევი და საცოვადი არსება. მეგობრების სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ მესიამოვნება საცოდავი და გაუბედურებული ადამიანი.
რინგზე ვჩხუბობ, ქუჩაში არავის ვესხმი თავს, მაგრამ ალბათ, ვიზუალიც თამაშობს როლს. მე მივესალმები ვაჟკაც და გაწონასწორებულ ადამიანებს. როცა არის პატივისცემა და ნდობა, ეს ურთიერთობაც მომავლისთვისაა.
მეუღლე მყავდა და გავშორდი. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მე მგონი, მე ვიყავი მეუღლე. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როგორ რარაცებს ვხედავ, იცით? თითქოს საკუთარი თავის რეალიზება არ უნდათ და ქალბატონები უფრო წინ მიდიან… არც მომავალზე, არც კარიერაზე და არც საქმიანობაზე არ ფიქრობენ. იყო ადამიანი, რომელსაც კარგი გრძნობები ჰქონდა ჩემ მიმართ, მაგრამ ჰქონდა კომპლექსები… “
✨ ელენე სიყმაშვილი სტუმრად #პრაიმშოუში◽ მამაკაცებს თითქოს საკუთარი თავის რეალიზება არ უნდათ… აღარ ფიქრობენ არც მომავალზე, არც კარიერაზე, არც საკუთარ თავზე… ✨ ელენე სიყმაშვილი სტუმრად #პრაიმშოუში
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on Wednesday, April 23, 2025
ვიდეო: „კიდევაც ვცემ“ – ვინ ცემა ინტერვიუს შემდეგ ელენე სიყმაშვილმა