LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამაკაცებს ქალებში იზიდავთ ის, რაც ყველაზე მეტად სძულთ – მოსწონთ ღიაობა, მხიარულება, განსაკუთრებულობა და მერე უნდათ, რომ ყველაფერი ეს წაგართვან“ – მაკა შალიკაშვილი

188
მაკა შალიკაშვილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის – „ყავა ბათუმურად“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი მსახიობი მაკა შალიკაშვილი იქნება.

გადაცემაში, რომლის მცირე ეპიზოდიც სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ვრცელდება, მსახიობი ჰპასუხობს გადაცემის წამყვანის, ანა შამილაძის შეკითხვას: „რა იზიდავთ მამაკაცებს ქალებში ყველაზე მეტად“.

„იზიდავთ ის, რაც ყველაზე მეტად სძულთ. რაზეც გიჟდებიან – ღიაობა, მხიარულება, მიმღებლობა, კომუნიკაბელურობა, სექსუალურობა, ექსცენტრიკულობა, განსაკუთრებულობა, აი ეს მოსწონთ და მერე უნდათ, რომ ყველაფერი ეს წაგართვან, მარტო მისთვის იყო, ნელ-ნელა გართმევს საყვარლად, ვიღაც ერთიანად. გართმევს საყვარლად, სახელი აქვს სიყვარულის [იცინის]“ – ამბობს მაკა შალიკაშვილი.

მაკა შალიკაშვილი: „სისულელეა გულისტკენის შემდეგ ისევ იმ ადამიანის გვერდით მოინდომო ყოფნა, ვინც შენ ისეთი ვერ დაგინახა, როგორიც ხარ… უნდა დაშორდე ყველას, ვინც გიმტრო და ტკივილი მოგაყენა”

„ერთხელ, მოვხვდი სიტუაციაში, სადაც თქვეს: ფუ, გაივსო თბილისი ჩამოსულებითო, იმდენი აგინეს ჩამოსულებს, „გამიტყდა“ იმის თქმა, რომ ჩამოსული ვიყავი“ – მაკა შალიკაშვილის გულახდილი ინტერვიუ

@anashamiladze მამაკაცებს რა იზიდავთ ქალებში?! #ყავაბათუმურად #მაკაშალიკაშვილი #ანაშამილაძე #ფორიუზე #ფორიუ #foryou #anashamiladze #makashalikashvili ♬ original sound – anashamiladze
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g