გიორგი (ზინო) მახარაშვილს „თათიას გმირების“ გადაცემა ესტუმრა და სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც გიორგი მახარაშვილი დაბადებს დღეზე მამის მოსვლას ელოდა, თუმცა არ მივიდა.
„არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ძალიან ტრაგიკული დღეა და ალბათ, ყოველ ჩემს დაბადების დღეზე მინდა ხოლმე, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანი ჩემს გვერდით იყოს. ბოლო დაბადების დღე დედასთან გავატარე… დანაკლისებს ვივსებ.
დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები არიან. ჩემი ოქროს დაბადების დღე იყო 8 დეკემბერს. ამ ამბავს ასე საჯაროდ პირველად ვყვები.
მამამ ჩემს დაბადების დღეზე გამოიჩინა ინიციატივა, რომ ვენახე და წავეყვანე სასეირნოდ.
8 დეკემბერია. ახლაც მახსოვს როგორ ცივა, როგორი ყინვა იყო… დედამ ჩამიყვანა და დამტოვა მეტროსთან… თვითონ შეხვედრა არ უნდოდა…
არ მოვიდა…
და აი, ყოველ 7 დეკემბერს თითოეული წუთი და წამი მახსენდება ლოდინის. მძულდა ეგ დღე ძალიან დიდი ხანი.
თუ მეტყვიან, ბავშვობის ტრავმა რა მაქვს საკუთარი დაბადების დღეა. ცუდი იყო სიცივეში დგომა და ლოდინი. ყველა კაცი მეგონა რომ ის იყო“, – ამბობს გიორგი მახარაშვილი.