LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მამამ შევარდნაძეს ყურში, რაღაც უჩურჩულა…ის მივიდა ტრიბუნასთან და თქვა: სახელმწიფო ენა, ქართული” – ქეთი დუმბაძე

215
BeFunky-collage - 2022-11-09T012259.415

ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე “ღამის პრაიმ ტაიმში” მამასთან დაკავშირებული ისტორიას იხსენებს.

როგორც ის საუბრობს, იყო მომენტი, როდესაც მშობლიური ენის გამო, ნოდარ დუმბაძე საკუთარი სიცოცხლის გაწირვასაც არ უშინდებოდა.

“ზარია კარზე და შემოვიდა რამდენიმე სტუდენტი. ოთახში ჩაიკეტნენ. მამა ეუბნებოდა ასეთ რამეს: ბავშვებო მე ქართველი მწერალი ვარ და თუ კონსტიტუციაში მოხდა სასწაული რამე და ჩაწერეს, რომ მშობლიური ენა არ არის ქართული, მაშინ მე თავს მოვიკლავო. გამოაღო უჯრა, აიღო რევოლვერი, გურული ფირალი და ეუბნება, ხვალ თუ ასე მოხდა, 4 ტყვიის მეტი არ დამჭირდებაო. მივხვდი, რომ მამაჩემმა შეიძლება თავი მოიკლას.

როდესაც სკოლაში წასვლა დავაპირე, დედა უკვე ნაოპერაციები იყო. მან მითხრა, არ დამტოვო, ცუდად ვარო. დავიჯერე, თუმცა მან გაითამაშა. მგონია, რომ დედა ცუდად არის და ტელევიზორთან ვზივარ. უცებ, ვხედავ, შემოდის მამა… ვხვდებით, რომ გადავრჩით, დედაჩემმაც ამოისუნთქა. მამა მივიდა, შევარდნაძეს რაღაც უთხრა ყურში, იმანაც უპასუხა და ისევ გავიდა. არ დაჯდა თავის ადგილას. მახსოვს, რომ შევარდნაძე მივიდა ტრიბუნასთან და თქვა: “მშობლიური ენა ქართული”. ყველა გადავრჩით”, – საუბრობს ქეთი დუმბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g