გელა დონაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან 26-წლიან მეგობრობას. უწმინდესმა ის ქორწილის წინ თავად დალოცა და შესთავაზა, რომ მეორე სართულზე საპატრიარქოში აღენიშნათ ეს დღე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე დალოცა გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის გოგონა, მარიამი, რომლის კადრებიც ცოლ-ქმარმა მცირე ხნის წინ გაავრცელა.
როგორი იყო მასთან პირველი შეხვედრა:
„უწმინდესთან ყველა ჯერზე მიახლება ისეთი იყო, როგორიც პირველ ჯერზე… 26 წელი გავიდა ზუსტად, რაც უწმინდესის გვერდით ვართ და მისი კალთის ქვეშ ვიზრდებით. ჩვენი ისტორია იწყება ასე – 2000 წელს, მარტის თვეში, მამა გარდამეცვალა. მამის დაკრძალვის შემდეგ, მეორე დღეს, მოვხვდი უწმინდესთან, სიონში, საკურთხეველში. მოვისმინე საოცარი სიტყვები, მამის გარდაცვალებამ და განსაცდელმა ეკლესიაში მოგიყვანათ, ჩვენ კი მგალობლები გამოგვიგზავნაო…“
