2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო და ღირსეული ასპარეზობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივარმა დაუვიწყარი ზეიმი მოუწყო.
ნაკრების ავტობუსით მსვლელობას, რომელიც, გასულ ღამეს, მიხეილ მესხის სტადიონიდან 21:30 საათზე დაიწყო, უამრავი ქომაგი გზადაგზა დროშებითა და სამადლობელი შეძახილებით შეუერთდა.
მოგვიანებით, ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა, რაც პრეზიდენტის მიერ, ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებისთვის ღირსების ორდენების გადაცემით დაგვირგვინდა.
ღონისძიების არაოფიციალური ნაწილი კი „თეატრში“ გაგრძელდა, სადაც ფეხბურთელებმა ბევრი იმღერეს და იცეკვეს.
ფეხბურთელების მხიარულების კადრებს საკუთარი ინსტაგრამზე აქვეყნებს მოდელი სალომე ღვინიაშვილიც – კადრებში ჩანს, რომ ეროვნული ნაკრების წევრები საკუთარ მეორე ნახევრებთან ერთად აბბას ჰიტზე, „მამმა მია“- ზე აცეკვდნენ.
ვიდეო: „გადავფარეთ თუ არა ქოჩორას ცეკვა“ – რა კადრებს გვიზიარებს ბუდუ ზივზივაძე