გადაცემაში შუადღე Live ლეგენდარული მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გაიხსენეს.
ლაშა ღლონტმა მოჰყვა, რომ მამუკასთან შეხვედრის წინ ყოველთვის განსაკუთრებულად ემზდებოდა.
„მომზადებული უნდა მისულიყავი მამუკასთან, ისეთ რაღაცას გეტყოდა, მთელი შენი განათლება, ინტელექტი უნდა გამოგეყენებინა…ისეთ რაღაც გეტყოდა, რომ განძარცვული იყავი, ყოველთვის ნამეცადინები მოვდოდი…მე ვფიქრობ, რომ მამუკას შემოქმედება უნდა ისწავლებოდეს, მამუკას დამოკიდებულება უნდა ისწავლებოდეს, სადაც საქართველოა, იქ არის მამუკა. მამუკა არის სუფთა ქართული ფენომენი,“ – აღნიშნა ლაშა ღლონტმა.
ამასთან, გადაცემაში ლაშა ღლონტმა მამუკა ჩარკიანის გენიალური სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები“ შეასრულა.
20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.