LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მან მომცა მოტივაცია, რომ მონაწილეობა მიმეღო… ტირილი დავიწყე…“ – „რანინას“ გამარჯვებულის, ანიტა აბგარიანის პირველი ემოციები

654
908c9756-b4bf-4153-b3d3-9973abcde3c2

2025 წლის საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით 10 წლის ანიტა აბგარიანი წარდგება. ის „რანინას“ გამარჯვებულია.

„ახალი დღე“ ანიტასთან ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც პატარა მომღერალი გოგონა თავისი ემოციებისა და მოლოდინების შესახებ საუბრობს:

„რომ გამოაცხადეს, ვიყავი სრულიად შოკში. გამარჯვებული არის ანიტა აბგარიანიო… ვერ გამოვხატავ ემოციას, არ შემიძლია. ყველას ვეხუტებოდი… „რანინას“ თავდაპირველად ვუყურებდი, პატარა ვიყავი და თითქმის ყველა სეზონი მქონდა ნანახი. მეშვიდე სეზონში მიიღო მონაწილეობა ჩემმა მეგობარმა, ანდრია ფუტკარაძემ, მანაც მომცა მოტივაცია, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები… როცა ანდრიამ მითხრა, რომ „რანინას“ ათეულში ვიყავი, აქ დავიწყე ტირილი… ყველა ტური ჩემთვის განსაკუთრებული იყო, იმიტომ, რომ მართლაც დიდი შრომა ჩავდე ამაში და გულით ვაკეთებდი ყველაფერს… მათეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან გვერდში მედგა. მესიამოვნა, რომ ყველას მოეწონა ეს შესრულება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g