მანანა თოდაძე „დღის პოსტს“ ახალი სიმღერით ესტუმრა და თავისი ცხოვრების რთულ და ნათელ პერიოდებზე ისაუბრა.
„ეს ის სიმღერაა, რომელსაც ყველა ქალბატონი თავის თავზე მიიღეს. ყველას რაღაც გვაქვს გადატანილი. ეს სიმღერა მივუძღვენი ჩემს ძვირფას, ჭკვიან ქალბატონებს.
არ მეგონა, თუ ძლიერი ვიყავი. ჩემი თავი ყოველთვის სუსტი მეგონა. მართალიც რომ ვიყავი, პასუხს ვერავის ვცემდი და სულ ვტიროდი. ყველაზე დიდი პედაგოგი არის ცხოვრება. პრაქტიკულად რომ გაივლი შენს ცხოვრების გზას, გასწავლის, ვის როგორ უნდა დაელაპარაკო და მოექცე. მთავარია, არ შეუშინდე, არ მოდუნდე და გააგრძელო ბრძოლა. ადამიანის მთელი სიძლიერე ამაშია, არ უნდა შეუშინდე სირთულეებს, დაეცი, ჩამოიბერტყე და გაიარე…
როცა რამე პრობლემა მაქვს,ს ხვაში არ ვეძებ მიზეზს და სხვას არ ვაბრალებ. ვაკეთებ ყველა სიტყვისა და მოქმედების ანალიზს, ვხვდები, რა დავაშავე, სად შევცდი და როგორ უნდა მოვიქცე.
დიდი განსაცდელი იყო, როცა საქართველოდან გავემგზავრე, იყო მოვლენები, რამაც მაიძულა, აქედან წავსულიყავი. ისეთი დიდი ტრავმა მივიღე, სამი თვე ძალიან გამიჭირდა. ღამ-ღამობით ვტიროდი, დღე ვიცინოდი, იმიტომ, რომ არავინ უნდა ნახოს შენი ცრემლები, ჯობია, შენი პრობლემა გარეთ დატოვო, გარეთ რომ გამოდიხარ, ყველას სიყვარული და ღიმილი უნდა აჩუქო. ამას უნდა დიდი ძალისხმევა და საკუთარ თავზე მუშაობა. ეს არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა ცნობილი ადამიანი ხარ…“