შლომო ელჰარარი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც გარდაცვლილი საცოლის შესახებ ემოციურად საუბრობს.
მომღერალმა საჯაროდ პირველად გაამხილა, რომ მარცხენა ყურზე დღემდე მისი საყურე უკეთია და სიცოცხლის ბოლომდე ატარებს.
როგორც შლომომ ისაუბრა, საცოლე ისრაელში, აფეთქების შედეგად დაიღუპა.
„ჩემი საცოლე აფეთქებას ემსხვერპლა. როდესაც ეს ამბავი გავიგე, გავიყინე. ტირილი მინდოდა, მაგრამ ცრემლი არ მომდიოდა. ვერაფერს ვგრძნობდი. მარცხენა მხარეს დღემდე მისი საყურე მიკეთია და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება“, – ამბობს შლომო ელჰარარი.