LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარიამ ელიეშვილის და გიორგი მჭედლიშვილის ფილადელფიური ულამაზესი ქორწილის შთამბეჭდავი ფინალი და მეგობრებთან ერთად შესრულებული „გზა დაგვილოცე“

440
მარიამ ელიეშვილი

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარიამ ელიეშვილმა და აშშ-ში მცხოვრებმა ბიზნესმენმა გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია აშშ-ში, ფილადელფიაში გაიმართა.

შთამბეჭდავი იყო საქორწინო წვეულება, რომელიც მუსიკალურ დღესასწაულად იქცა. სოციალურ ქსელში გავრცელდა უამრავი ვიდეო, თუ როგორ მხიარულობენ და მღერიან ნეფე-დედოფალი სტუმრებთან ერთად.

მარიამ ელიეშვილი ფილადელფიური ქორწილის დეტალებით: „გვინდოდა, ტრადიციული ქართული ქორწილი გვქონოდა და ზუსტად ასეთი გამოვიდა… ჯვრისწერა ქართულ ტაძარში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო…“

აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც მთლიანი საქორწინო ცერემონია, ქორწილის ფინალიც ტრადიციულად ქართული იყო – ულამაზესი ქორწილის ფინალური ნაწილი დაგვირგვინდა სიმღერით -„გზა დაგვილოცე“, რომელიც თავად მარიამმა იმღერა.

მარიამ ელიეშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის ფილადელფიური ქორწილის ფინალური ნაწილი

მომღერალ მარიამ ელიეშვილისა და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილის ფილადელფიაში გამართული ულამაზესი ქორწილის ფინალური ნაწილი 🎶 ვიდეო: Ia Khurtsilava #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024

„მე და ჩემი ქმრის ძმაკაცები“ – მარიამ ელიეშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის ფილადელფიური ქორწილის სახალისო კადრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g