მარიამ კოხრეიძის სახლის აშენება და რემონტი დასრულდა.
როგორც დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სახლში ყველა საჭირო ავეჯი კომპანია „ემბავუდმა“ შეიტანა.
„მარიამის ახალ სახლში „ემბავუდი • Embawood-მა“ სრულიად უფასოდ შეიტანა ყველანაირი ავეჯი, რაც საჭირო იყო“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.
შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. მარიამს ყბის სახსრის ანკილოზის დიაგნოზი დაუდგინდა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.
ვიდეო: „მარიამი გამოწერეს კლინიკიდან და გადმოვინაცვლეთ სასტუმროში. ექიმმა ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი გოგოა მარიამი და შეგიძლიათ წახვიდეთო“ – რა კადრებს გვიზიარებს „დანტესი“
ვიდეო: „რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო“ – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რას ჰყვება დავით ოქროპილაშვილი
„მაბედნიერებს ის, რომ ბავშვებს თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მდგომარეობას უცხო მიწაზე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში… 12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა“ – ვინ არის მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება
ვიდეო: „კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში. მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში“ – დავით ოქროპილაშვილი