მარიამ ქირია „აკუსტიკას“ ესტუმრა და შეასრულა ინოლა გურგულიას პოპულარული კომპოზიცია „ქარი კვლავ არხევს“, რომელიც კინოფილმ „დღე უკანასკნელი, დღე პირველში“ ჟღერს.
„მარიამ, შენი ლამაზი ხმა ისე არხევდა ბგერებს, ადვილად წარმოვიდგინე ლელიანის მოშრიალე სურათი, რომელსაც საამურად არხევდა ქარი კვლავ…“
„მარიამ, ძალიან კარგი და ძალიან მაგარი გოგო ხარ… მეამაყები!..“
„ვგიჟდები ამ საოცრად ნიჭიერ შემსრულებელზე. როგორი დახვეწილი და გემოვნებიანი გოგოა…“