მარიამ კოხრეიძის საოცარი ისტორიის შემდეგ, საზოგადოება კიდევ ერთი სასწაულის მოლოდინშია.
თურქი ექიმი ამჯერად ლილიანას გაუკეთებს ოპერაციას.
როგორც ირკვევა, ლილიანა უკვე შეხვდა სწორედ იმ ექიმს, ვინც მარიამს ჩაუტარა ოპერაცია, მასთან კონსულტაცია გაიარა და ოპერაციის თარიღიც ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.