მარიამ კოხრეიძემ, რომელსაც უკვე სრულიად საქართველო იცნობს, უამრავი საჩუქრები მიიღო.
საზოგადოებისგან სხვადასხვა ამანათები მას დავით ოქროპილაშვილმა სახლში მიუტანა.
„მარიამს ვესტუმრეთ და მისთვის გამოგზავნილი ამანათები მივუტანეთ“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.
შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.
