LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარინა ბერიძე: „როცა წამოვიდა ნიკოლოზ რაჭველის მოსპობა, ის მომღერლები, რომლებიც გახადა ვარსკვლავები და გაუკეთა ყველაფერი, გაჩუმდნენ… სად არიან მომღერლები, რომლებიც საქართველოს, სიყვარულს, თბილისს და სამშობლოს უმღერიან?“

649
მარინა ბერიძე

მარინა ბერიძე მიმართავს იმ მომღერლებს, რომლებიც სიყვარულსა და სამშობლოს უმღერიან, მაგრამ ახლა, დღევანდელ ვითარებაში, გაჩუმებას ამჯობინებენ:

„2012 წლიდან უნდა ამოგვეღო ხმა… პაატას არ უყვარს ამის თქმა, მაგრამ როდესაც „იავნანას“ პირველს მიადგნენ და საოცრება მოახდინეს, ძალიან ბევრი ადამიანი გაჩუმდა, ის ადამიანები, ვინც „იავნანამ“ ფეხზე დააყენა, გახადა ვარსკვლავი და მოატარა მსოფლიო. 2012 წლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი, მაშინ რომ ხმა ამოგვეღო, ალბათ, აქამდე არ მოვიდოდით. შემდეგ წამოვიდა ნიკოლოზ რაჭველის მოსპობა. ის მომღერლები, რომლებიც გახადა ვარსკვლავები და გაუკეთა ყველაფერი, გაჩუმდნენ. ახლა მაინტერესებს, სად არიან ის მომღერლები. მსახიობების მესმის…. არაჩვეულებრივად აკეთებენ ყველაფერს, საშინელებაა, რასაც მათ უკეთებენ… სად არიან ის მომღერლები, რომლებიც საქართველოს, სიყვარულს, თბილისს და სამშობლოს უმღერიან? სად არიან, ვინმემ მითხრას? ეს არ არის ბრძოლა რაღაცის მოხვეჭისთვის, ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის. გიყვარს შენი შვილი და შენი სამშობლო. როგორ შეიძლება, ვინმემ აიტანოს ის, რაც ხდება ქუჩაში? აბსოლუტურად დაუშვებელია!..“

მუსიკოსების პროტესტი ხელისუფლებას: „მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას…“

ვიდეო: „სიტყვებს ვერ ვპოულობ…ვერ ვხვდები რატომ არის საჭირო ამხელა ძალადობა, რატომ იმეტებენ შვილის ტოლა ადამიანებს“ – ლელა წურწუმია

თემო რცხილაძის მიმართვა: „უფალმა იმიტომ არ მოგიყვანა აქამდე რომ ვიღაც კერპთაყვანისმცემლების მონურ სურვილებს გადააყოლოს ჩვენი ქვეყანა… მონობაში დაბადებული თაობა ვერასოდეს ვერ ააშენებს ნათელ მომავალს, ის ყოველთვის მონა დარჩება!“

ნოდიკო ტატიშვილი: ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!

ოთო ნემსაძე: „საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი! ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g