მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა ხმაურით დაიწყო.
სახელფასო ნუსხის დამტკიცების ფონზე, “ენმ”-ს წევრმა, ნარგიზა ალიევამ, პოსტერი “თავისუფლება მიშას” გაშალა და საკრებულოს მუშაობას პროტესტი გამოუცხადა.
“თავისუფლება მიშას” – ეწერა სტიკერს, რომელიც ალიევამ სხდომათა დარბაზის ცენტრში მჯდომ საკრებულოს თავმჯდომარის თავს ზევით, კედელზე მიაკრა.
„ეს ჩვენი საჩუქარი თქვენთვის“. – თქვა ალიევამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანმა სტიკერი სწრაფად მოხსნა და ნარგიზა ალიევას ესროლა და უთხრა:
„ასეთი საჩუქრები შეინახეთ თქვენთვის“.
პროტესტის ნიშნად, ნარგიზა ალიევამ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა რის შემდეგაც სიტყვით ფრაქცია “ენმ”-ს თავმჯდომარე გამოვიდა.
ალიევას მსგავსად საკრებულოს სხდომას უნდობლობა მანაც გამოუცხადა და “ენმ”-ს სხვა წევრებთან ერთად სხდომა დატოვა.