LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ენმ-ს წევრს სტიკერი – „თავისუფლება მიშას“ ესროლა – „ასეთი საჩუქრები თქვენთვის შეინახეთ”

78
Untitled design - 2021-12-09T131345.149

მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა ხმაურით დაიწყო.

სახელფასო ნუსხის დამტკიცების ფონზე, “ენმ”-ს წევრმა, ნარგიზა ალიევამ, პოსტერი “თავისუფლება მიშას” გაშალა და საკრებულოს მუშაობას პროტესტი გამოუცხადა.

“თავისუფლება მიშას” – ეწერა სტიკერს, რომელიც ალიევამ სხდომათა დარბაზის ცენტრში მჯდომ საკრებულოს თავმჯდომარის თავს ზევით, კედელზე მიაკრა.

„ეს ჩვენი საჩუქარი თქვენთვის“. – თქვა ალიევამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანმა სტიკერი სწრაფად მოხსნა და ნარგიზა ალიევას ესროლა და უთხრა:

„ასეთი საჩუქრები შეინახეთ თქვენთვის“.

პროტესტის ნიშნად, ნარგიზა ალიევამ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა რის შემდეგაც სიტყვით ფრაქცია “ენმ”-ს თავმჯდომარე გამოვიდა.

ალიევას მსგავსად საკრებულოს სხდომას უნდობლობა მანაც გამოუცხადა და “ენმ”-ს სხვა წევრებთან ერთად სხდომა დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები