LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ მართლაც მოციმციმე ფერიაა! როგორ შესციცინებს მამას“ – მამის მიერ ქალიშვილისთვის შესრულებული „ისევ შენ და ისევ შენ“ – ნახეთ ემოციური კადრები

141
ზაზა ქიქავა

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცე მოიცვა ემოციურმა ვიდეომ, რომელშიც მამა პატარა ქალიშვილს უმღერის ცნობილ სიმღერას „ისევ შენ და ისევ შენ“.

სოციალურ ქსელში კადრების გავრცელების შემდეგ მამა-შვილი, ზაზა და კირა ქიქავები „დღის პოსტს“ ესტუმრნენ.

ზაზა ქიქავამ გადაცემაში აღნიშნული სიმღერა კიდევ ერთხელ შეასრულა და კვლავ საკუთარ გოგონას მიუძღვნა.

„პატარა ფერია გოგო როგორი სიყვარულით შეჰყურებს მამას“, „ამ სიყვარულს ქვეყნად ხომ არც ერთი სიყვარული არ შეედრება?“, „რა საყვარელი საცქერია – მამა-შვილი და რა დიდი სიყვარული იმ პატარა ლამაზ თვალებში“, „მართლაც მოციმციმე ფერია, როგორ შეიგრძნობს სიმღერის არსს“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

🔹 🎼 “ისევ შენ” – ზაზა ქიქავა – მამის მიერ ქალიშვილისადმი მიძღვნილი სიმღერა

🔹 🎼 “ისევ შენ” – ზაზა ქიქავა – მამის მიერ ქალიშვილისადმი მიძღვნილი სიმღერა

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები