ილონ მასკს შესთავაზეს, რომ პიკაპი Cybertruck კოსმოსში გაგზავნოს, ისევე როგორც 2018 წელს Tesla Roadster გაუშვა. მასკის ერთ–ერთმა თაყვანისმცემელმა ვიდეოც კი შექმნა, რომელშიც ხმაურიანი პიკაპი რაკეტა Falcon–ის თავზე დგას და დედამიწის მიღმა მიფრინავს.
მასკის პასუხმაც არ დააყოვნა და მან გულშემატკივრებს უთხრა, რომ Cybertruck–ს კოსმოსში პლანეტარული ხომალდით SpaceX–ით გაუშვებს.
ყველაზე კოსმოსური ლაინერის პირველი პროტოტიპი 2020 წლისთვის იქნება მზად და პიკაპის მოგზაურობაც მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება.
